რაიონული (საქალაქო) სასამართლოები

რაიონული (საქალაქო) სასამართლოები
• წარმოადგენენ პირველი ინსტანციის სასამართლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირმა დავის გადაწყვეტისთვის უნდა მიმართოს ამ სასამართლოს. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. რაიონული სასამართლო იქმნება რაიონში ან რაიონებში, გარდა ქალაქის რაიონისა (რაიონებისა), ხოლო საქალაქო სასამართლო იქმნება ქალაქში და არ შედის არცერთ რაიონში. რაიონული და საქალაქო სასამართლოს შემადგენლობაში შედიან მაგისტრატი მოსამართლეები.
Source: გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006,
• წარმოადგენენ საერთო სასამართლოების ყველაზე დაბალ რგოლს, სადაც ყველა საქმე განიხილება ერთი მოსამართლის მონაწილეობით. რაიონული სასამართლოები ფუნქციონირებენ საქართველოს რაიონებში, ასევე იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედიან არცერთ რაიონში და ქალაქის რაიონებში. საქართველოში სულ 75 რაიონული სასამართლოა.
Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 ,
• წარმოადგენენ საერთო სასამართლოების ყველაზე დაბალ რგოლს, სადაც ყველა საქმე განიხილება ერთი მოსამართლის მონაწილეობით. რაიონული სასამართლოები ფუნქციონირებენ საქართველოს რაიონებში, ასევე იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედიან არცერთ რაიონში და ქალაქის რაიონებში. საქართველოში სულ 75 რაიონული სასამართლოა. რაიონული (საქალაქო) სასამართლოები განიხილავენ: - სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, იურიდიულ პირებს შორის; - საქმეებს რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დავების შესახებ; - უდავო წარმოების საქმეებს; - საქმეებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე, იმ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები; - სისხლის სამართლის საქმეებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის თაობაზე, გარდა იმ დანაშაულებისა, რომლებსაც განიხილავენ საქართველოს უზენაესი სასამართლო, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი და საოლქო სასამართლოები; - ადმინისტრაციული სამართლის საქმეებს ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, როგორებიცაა, მაგალითად, საკრებულოს დადგენილების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მერიის სამშენებლო ფირმასთან შეთანხმების კანონიერების საკითხის გარკვევა, ან საქენერგოს მიერ მოქალაქისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ა.შ. კანონით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვაც.
Source: სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Полезное


Смотреть что такое "რაიონული (საქალაქო) სასამართლოები" в других словарях:

  • აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოები — აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები, საოლქო სასამართლოს მსგავსად, დავებს პირველი ინსტანციით ისმენენ. ხოლო პალატები აპელაციის წესით განიხილავენ საჩივრებს მათი ქვემდებარე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.… …   Georgian encyclopedia

  • პირველი ინსტანცია — • რაიონული (საქალაქო) სასამართლოები; თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების კოლეგიები; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია. Source: სასამართლო ჟურნალისტიკის… …   Georgian encyclopedia

  • საერთო სასამართლო — საქართველოში საერთო კომპეტენციის სასამართლო, რომელიც ახორციელებს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვას. საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, საოლქო სასამართლო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»